09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
მორიგი თავდასხმების სერია თურქეთში - ქალაქ სილოპში გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა

მორიგი თავდასხმების სერია თურქეთში. ქალაქ სილოპში, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული, გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.

ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ქურთმა მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო ვერტმფრენს. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, შეტევისას 1 ჯარისკაცი დაიღუპა და 7 დაიჭრა.

თურქეთში ძალოვანებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც ანკარამ ისლამისტებისა და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია დაიწყო. ორი დღის წინ ტერაქტების სერიას სტამბოლსა და სირიის მოსაზღვრე რეგიონში 9 ადამიანი ესმხვერპლა.

თავდასხმების შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ანკარა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ბოლო ტერორისტს არ გაანადგურებს.

 
დღის ამბები