09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჰილარი კლინტონს პირადი ელექტრონული ფოსტის სახელმწიფო საქმიანობისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ

ჰილარი კლინტონმა პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერი და მეხსიერების ბარათი ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადასცა. ინფორმაციის მატარებლები ათასობით წერილს მოიცავს, რომელიც ჰილარი კლინტონის იმ პერიოდის პირად მიმოწერას წარმოადგენს, როცა ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე იმყოფებოდა.

ყოფილ სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტობის კანდიდატს პირადი ელექტრონული ფოსტის სახელმწიფო საქმიანობისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. კანონის თანახმად საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და მოლაპარაკებების წარმოება პირადი მიმოწერით იკრძალება. ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ პირადი ფოსტა სამსახურეობრივი მიზნით არ გამოუყენებია.

 
დღის ამბები