09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ამერიკელი აკრობატის ექსტრემალური ნომერი

ამერიკელმა აკრობატმა კიდევ ერთი ექსტრემალური ნომერი შეასრულა. ნიკ ვალენდამ ნიკელის მავთულზე, რომელიც ათსართულიანი შენობის სიმაღლეზე იყო დამაგრებული, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, თითქმის ნახევარი კილომეტრი გაიარა.

475 მეტრიანი დისტანცია აკრობატმა 33 წუთში დაფარა. ვალენდას ნომერი შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს, ისევე როგორც მისი წინა მიღწევები.

ნიაგარას ჩანჩქერზე, ჩიკაგოს ცათამბჯენებისა და გრანდკანიონში შესრულებული მსგავსი ექსტრემალური ნომრების გამო ვალენდა უკვე ირიცხება გინესის რეკორდსმენების სიაში.

 
დღის ამბები