08 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
რთველი 2022 - ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-ამდე მევენახემ ჩააბარა და ჯამური შემოსავალი 70 მლნ. ლარს აღემატება

რთველი 2022 - კახეთის რეგიონში უკვე 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს, მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-ამდე მევენახემ ჩააბარა და ჯამური შემოსავალი 70 მლნ. ლარს აღემატება.

რთველი აქტიურ ფაზაშია - გურჯაანის, ყვარელის, ლაგოდეხის, თელავის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტები რთველში ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი.

დღის ამბები