ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, პროცენტები ასე გადანაწილდა :
კარგად - 41 %
ცუდად - 51%
არ ვიცი - 7%
ასევე, კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას.
კითხვაზე 66 პროცენტის პასუხი იყო "დიახ", 34%-ის პასუხი კი "არა".
ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.