15 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ოპოზიციისთვის ინტელექტუალური დაპირისპირება არაა მისაღები, მისაღებია დესტაბილიზაცია, ომბუდსმენის არჩევის პროცესში მათი ჩართულობა ნაკლებად მოსალოდნელია - ვოლსკი

ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის შეფასებით, სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან ოპოზიციის ნაწილის ცინიკური დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ  ახალ წესი კრიტიკის საფუძველს არ იძლევა. ვოლსკის თქმით, ხელისუფლების ოპონენტების გეგმას არა ინტელექტუალური დაპირისპირება, არამედ დესტაბილიზაცია წარმოადგენს და შესაბამისად მას არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში შესაბამისად ჩაერთვება:

"სახალხო დამცველის არჩევის წესი, რა საკვირველია, ვერანაირ კრიტიკას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის ცა და დედამიწა იმასთან შედარებით, რაც "ნაცმოძრაობას" ჰქონდა. რა უნდა ქნან ამ შემთხვევაში? ცინიკური დამოკიდებულება, ამ საკითხის მიმართ, არის ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან ინტელექტუალური დაპირისპირება, პოლიტიკური კამათის პირობებში მათთვის არაა მისაღები, მათთვის მისაღებია დესტაბილიზაცია, არ შეცვლილა მათი გეგმა და მათი ჩართულობა არის ძალიან ნაკლებად მოსალოდნელი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები