15 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"პარადოქსულ მდგომარეობაში ვარდება თვითონ ის ხალხი, ვინც მოუწოდებს ერთმანეთს ან აქვთ პოზიცია, რომ გაემიჯნონ პროცესს" - მიხეილ სარჯველაძე 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, კრიტიკა, რომელიც პროცესის მიმართ ოპოზიციის მხრიდან ისმის, არასწორია.

"იმისთვის, რომ ყოველგვარი მიზეზი წაგვერთმია ოპონენტებისთვის ამ პროცესის კრიტიკისა, აბსოლუტურად საღი, აბსოლუტურად სამართლებრივად უნაკლო მოდელი შევთავაზეთ არჩევის - შემოგვთავაზეთ თქვენ თვითონ კანდიდატები, უბრალოდ იყოს ეს კანდიდატები ისეთი რაოდენობის, რომელიც ჩვენ არჩევანის და გადაწყვეტილების შესაძლებლობას კი არ წაგვართმევს, არამედ იქნება არჩევანის შესაძლებლობა მოცემული.

პარადოქსულ მდგომარეობაში ვარდება თვითონ ის ხალხი, ვინც მოუწოდებენ ერთმანეთს ან აქვთ პოზიცია, რომ გაემიჯნონ პროცესს. გვებუტებიან და არ მუშაობენ ერთობლივად და ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, ვინ არის მომხრე 12 პუნქტის შესრულების და ვინ წინააღმდეგი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატობის მსურველების განაცხადების მიღება საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. იქამდე კი პირველმა კანონმდებელმა შემფასებელი კომისია უნდა დააკომპლექტოს, ეს პროცესი კი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს. ყველა თანხმდება რომ ნინო ლომჯარიას შემცვლელი, საერთო კონსესუსით უნდა შეირჩეს.

 

 

დღის ამბები