30 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
როგორია კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი 2 ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

"ნიუ-ჰოსპიტალსის" ექიმის რაჯი ისმაილოვის განცხადებით, კიკეთში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი 2 ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

"ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარეთ და შესაბამისი კვლევების საფუძველზე გადავწყვეტთ, დავტოვებთ კლინიკაში თუ გავწერთ სახლში," - აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები