15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა. შტატების დელეგაციის ვიზიტი ერევანში 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. ნენსი პელოსი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალან სიმონიანს შეხვდება.

მოლაპარაკებების მთავარი საკითხი შეერთებულ შტატებისა და სომხეთის შორის ორმხრივი ურთიერთობები და სასაზღვრო ტერიტორიაზე არსებული ვითარება იქნება. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ერევანში პრესკონფერენციას გამართავს და სომეხთა გენოციდის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი შეერთებული შტატების მხრიდან სომხეთსა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისადმი ერთგულების სიმბოლოა.

დღის ამბები