15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ბელგია- საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დიმესმაკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, პარლამენტში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.

დღის ამბები