09 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
კიკეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

კიკეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 52 წლის გელა ნიორაძეს განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან - მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ თავს იცავდა. მისი ვერსიით, თავად დაიბარეს ოჯახში, რომელსაც მისი ვალი ჰქონდათ 500 დოლარის ოდენობით, გარჩევის დროს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის შვილის თანდასწრებით.

ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს გამომძიებელმა და ბრალდებულის ადვოკატმა. როგორც ცნობილია მას ბრალი ოფიციალურად 2 მუხლით გააცნეს - განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება. 

ბრალის წარდგენის შემდეგ, გელა ნიორაძის ადვოკატმა განაცხადა რომ მკვლელობას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება და ბრალდებული ადგილზე მანქანის გასაღების მოსაძებნად და მის წასაყვანად დაბრუნდა. მას თან შვილი აღარ ახლდა, რა დროსაც მისი თქმით, არსებობდა განმეორებითი თავდასხმის საფრთხე და ნიორაძემ შესაშინებლად გაისროლა.

რაც შეეხება ხოჯანაშვილების ოჯახს, რომლებსაც 2 დღის წინ ცეცხლი გაუსხნა გელა ნიორაძემ, ესინი მომხდარის დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრონეს. დღეს, მათ სახლში სტუმრებთან ერთად მოეწყო გარჩევა, თუ რა მოხდა კიკეთში, სადაც სავარაუდოდ, ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დავით ხოჯანაშვილი აღწერს დეტალურად მომხდარს და  ყვება როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად გელა ნიორაძეს და მის შვილს, რომლებიც გაიქცნენ, რამდენიმე წუთში კი პირსახოცგადაფარებული ავტომატით დაბრუნდნენ და ცეცხლი გახსნეს.

ბრალდებულ გელა ნიორაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვ.  წარდგენილი საბრალდებო მუხლების საფუძველზე ნიორაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

 

 

დღის ამბები