28 აგვისტო 2026,   03:30
ვრცლად
მოსამართლემ TV პირველის წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

მოსამართლემ  TV პირველის წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით TV პირველს და თამარ მიქაუტაძეს კი 5 555 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

საუბარია ტელევიზიის "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტზე, რომლის გამოც თამარ ზაალიშვილმა სასამართლოს მიმართა. მისი განცხადებით, სიუჟეტში წარმოდგენილი მოსაზრება სიცრუე და ცილისმწამებლური იყო, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი, მისი და მისი შვილის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

დღის ამბები