19 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა 1 პირი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა 1 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებული, TOYOTA-ს სასაქონლო ნიშანს უკანონოდ იყენებდა, მანქანის ნაწილებს ფუთავდა TOYOTA-ს მუყაოს კოლოფებში და შემდეგ მის მაღაზიაში ყიდდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიზნით "ტოიოტას" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა "ტოიოტას" მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ ქალაქ თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული "ტოიოტას" სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი. საქმეზე გამოძიება გრძელდება," - ამბობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თეონა დევდარიანი.

დღის ამბები