26 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
3-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - რა ხდება "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე სამ საათზე მეტია, რაც გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

თავდამსხმელმა მძევლების საშუალებით "ფეისბუქზე" რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის 2 მლნ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს. ვიდეოკადრებში ჩანს კარზე დამონტაჟებული მოწყობილობები, რომელიც, თავდამსხმელის განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებია და კარის გაღების შემთხვევაში მათ მოქმედებაში მოიყვანს. 

 ნახეთ, ასევე : "საქართველოს ბანკში" ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა

დღის ამბები