15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეები აირჩია

პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეები აირჩია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"დღეიდან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს - კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს - ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტს ზაზა ლომინაძე უხელმძღვანელებენ.

მათი არჩევა უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა.

აღნიშნული კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძემ "საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის" არგუმენტით ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" გავიდნენ. მათ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საპარლამენტო პოსტების დატოვებაც მოუხდათ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები