09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ჩინეთში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

სულ ცოტა 17 ადამიანი გარდაიცვალა და 400-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის ქალაქ ტიან-ცინში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.

თვითმხილველების თქმით, პირველი აფეთქების ტალღა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში იგრძნობოდა. დაახლოებით ნახევარ წუთში მას მეორე აფეთქებაც მოყვა.

მომხდარის ოფიციალური მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, აფეთქდა პორტის ტერიტორიაზე არსებული ადვილად აალებადი ნივთიერებების საწყობი.

 
დღის ამბები