09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ-ს პირველი საჰაერო იერიში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ

შეერთებული შტატების მფრინავების პირველი საჰაერო იერიში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ დრომდე ამერიკა რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებას მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უტევდა.

ფრენები თურქეთში განლაგებული ბაზიდან განხორციელდა. შეტევაში მონაწილეობა არ მიუღიათ თურქ პილოტებს. ოფიციალურმა ანკარამ გასულ თვეში მიიღო გადაწყვეტილება დაეთმო თავისი ინფრასტრუქტურა ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. თუმცა, იერიშების დროს თურქეთი არ აპირებს ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს.

 
დღის ამბები