15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარება "პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა" - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარება "პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა".

"ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - წერს ნატოს გენერალური მდივანი.

დღის ამბები