09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
სომხეთში ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუს ჯარისკაცს, რომელსაც ბრალი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ოჯახის მკვლელობაში ედება, 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი მას დეზერტირობისთვის, იარაღის უკანო შენახვისთვის და გამოყენებისთვის შეეფარდა.

ვალერი პერმიაკოვი მოგვიანებით სომხეთის სასამართლოს წინაშე 6 ადამიანის მკვლელობისთვის წარსდგება. პერმიაკოვმა ერევნიდან 120 კილომეტრში მდებარე ბაზა იანვარში მიატოვა.

ავეტისიანების მთელი ოჯახი, მათ შორის ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი თავიანთ სახლში იპოვეს, დაჭრილი 6 თვის ჩვილი კი მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

 
დღის ამბები