15 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების "მშვიდობის კომიტეტის" დელეგაციას მასპინძლობს

20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების "მშვიდობის კომიტეტის" დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაცია საქართველოში "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოიწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები.

"მშვიდობის გარშემო დიალოგი არის, ნამდვილად, ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რის შესახებაც ახალგაზრდების მსჯელობა არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ექნებათ შესაძლებლობა მოიარონ საქართველო, ნახონ ოკუპაციის ხაზი," - აცხადებს "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის მდივანი მაკა ბოჭორიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომლის შემდეგაც მშვიდობის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.

"ის ფორმატი, რომელიც ჩვენი ინიციატივით შეიქმნა იმუშავებს სხვადასხვა კონფლიქტების მიმართულებით, მათ შორის კვლევების კუთხით. ასევე შემუშავებული ფორმატით ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ის გამოწვევა მთავარი, რაც საქართველოში არის - ოკუპაცია, საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმოდეს და მგონია, რომ ისეთი ორგანიზაციისთვის როგორიც არის "იუსი" და ჩვენთვისაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარემ გიორგი ჩაკ​ვეტაძე​მ.

დღის ამბები