09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44–მდე გაიზარდა

ჩინეთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44–მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 500–ს აჭარბებს. ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ტრაგედია ქალაქ ტიანცზინში დატრიალდა, სადაც პორტის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება მოხდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისგან გამოწვეული ხანძრის კვალი კოსმოსიდანაც ჩანდა, შენობები კი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში დაზიანდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. სამართადამცველები საწყობის მეპატრონეებს კითხავენ. 

 
დღის ამბები