09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
მასშტაბური ტერაქტი ერაყის დედაქალაქში - დაღუპულია 60 ადამიანი

60 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ტერაქტს ერაყის დედაქალაქში. დანაღმული სატვირთო მანქანა ბაღდადის შიიტურ უბანში, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა. შედეგად 200–მდე ადამიანიც დაშავდა.

აფეთქების დროს ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერაყის დედაქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

 
დღის ამბები