20 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
რა ბედი ელის გრიგოლ ნარსიას - ბანკზე თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

გრიგოლ ნარსიას "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის გამო ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს. დიდი ალბათობით, პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.

ამჟამად კი ნარსია ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას 5 ადვოკატი იცავს. მისი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ტერორიზმში ბრალდებულს ბანკის შენობა იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჰქონდა დანაღმული და ის რეალურად საშიში არ იყო.გამოძიება გრიგოლ ნარსიას სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები