09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
რუსეთი - შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანა

შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენს. განცხადება ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის სახმელეთო ჯარების შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

რეიმონდ ოდიერნოს თქმით, რუსეთი უფრო მეტად მომზადებულია, ვიდრე ამერიკის სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეები. ამიტომ, ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო.

ეს რეიმონდ ოდიერნოს შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო. საპენსიო ასაკის გამო ის რამდენიმე დღეში პოსტს ტოვებს.

 
დღის ამბები