29 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
სტრასბურგის ევროპული სასამართოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ  2019 წლის ნოემბრის აქციის დროს საქართველოს არ დაურღვევია შეკრების თავისუფლება - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა აქციის მონაწილეების მიმართ.

"გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კონკრეტულად ამ, 2019 წლის ნოემბრის აქციის დროს საქართველოს არ დაურღვევია შეკრების თავისუფლება და შემდეგ არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რამდენადაც ეს პირები ახდენდნენ სახელმწიფო უწყების, პარლამენტის ბლოკირებას, არ აძლევდნენ სათანადო ფუნქციონირების შესაძლებლობას, პოლიციის მხრიდან არაერთხელ მოხდა მათი გაფრთხილება და მიეცათ შესაძლებლობა რომ შეწყვეტილიყო ამგვარი დარღვევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა პირების დაკავება.

შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა აქციის მონაწილეების მიმართ და ამის შემდეგ დაკავება უკვე სრულ შესაბამისობაში იყო ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან," - ამბობს ძამაშვილი.

დღის ამბები