09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ჯიმი კარტერს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ ღვიძლზე ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი ანალიზებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც არის გავრცელებული.

90 წლის ჯიმი კარტერს ტელეფონით უკვე ესაუბრა ბარაკ ობამა და გამოჯანმრთელება უსურვა. 1981 წელს, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ჯიმი კარტერი აქტიურ ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწეოდა.

საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების პროცესში გაწეული წვლილისთვის მას 2002 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაც მიანიჭეს.

 
დღის ამბები