15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
პოლიტიკასთან ამ პროექტს კავშირი არ აქვს და მიზანი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების გააქტიურება და ეკონომიკაში მათი ჩართვაა- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია „სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და აქტიურ შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება.

"სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და აქტიურ შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განხორციელებისას გვაქვს უკვე წარმატებული მაგალითები. თუმცა, არის გამოწვევებიც და ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას. ყველანი ვთანხმდებით, რომ სოციალურად დაუცველი, შრომის უნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმები ამ ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. პოლიტიკასთან ამ პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს და მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების გააქტიურება და ეკონომიკაში მათი ჩართვა.

ადამიანი ამ სამი შეთავაზებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ 2023 წლის 1 მარტიდან გვექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ,“ - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში სამ საათზე მეტ ხანს უსმენდნენ. ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია "საქართველომ" და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დაიბარეს.

 

 

 

 

 

დღის ამბები