15 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
გსურთ თუ არა რუსეთთან შეერთება? ერთი კითხვა, ოთხი ოლქი და კაფეებში გახსნილი საარჩევნო უბნები-მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმის ჩატარებას ცდილობს

ე.წ "რეფერენდუმის" 11 საათი - რუსული მედიასაშუალებების მტკიცებით, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამის დამადასტურებელი კადრები ჯერჯერობით არ უჩვენებიათ.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ჩამოყალიბებულია შეიარაღებული დაჯგუფებები, ვისაც მოსახლეობა პირდაპირ სახლებიდან გამოჰყავს და საარჩევნო უბნებზე მისვლას აიძულებს.

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობამ მხოლოდ ერთ შეკითხვას უნდა უპასუხოს - უჭერენ თუ არა მხარს ფედერაციის სუბიექტის სახით რესპუბლიკის რუსეთში შესვლას. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვაა- "გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს უკანონოს უწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკი. საღამოს ტრადიციულ მიმართვაში პრეზიდენტმა რუსეთში მიმდინარე მობილიზაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.

ე.წ რეფერენდუმის პარალელურად, საოკუპაციო ძალა უკრაინის დასახლებებს უტევს. აფეთქების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიის მისამართით სულ მცირე 10 რაკეტა გაისროლეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. .

მსხვერპლია დნეპროპეტროვსკის ოლქში. აქ საოკუპაციო ძალამ იერიში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მიიტანა. შედეგად, სრულად განადგურდა 10 საცხოვრებელი სახლი. კრიტიკულად დაზიანდა კიდევ 5. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იერიშს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2200-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები