09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
ქურთი მებრძოლები თურქულ საგუშაგოს თავს დაესხნენ

თავდასხმა თურქეთში საგუშაგოზე. შემთხვევა დიარბაქირის პროვინციაში მოხდა. ქურთმა მებრძოლებმა საგუშაგოს ჭურვი ესროლეს, რის შედეგადაც ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 5 კი დაიჭრა. აფეთქების შემდეგ ჯარისკაცებსა და მებრძოლებს შორის შეტაკებაც მოხდა.

სროლის დროს 2 ეჭვმიტანილი მოკლეს. თურქეთში სამართალდამცველებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც გასულ თვეს ოფიციალურმა ანკარამ ქურთთა მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო საჰაერო ოპერაცია დაიწყო.

 
დღის ამბები