09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ჯულიან ასანჟს გაუპატიურების საქმეზე ბრალდება მოუხსნეს

შვედეთის პროკურატურამ ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს გაუპატიურების საქმეზე ბრალდება მოუხსნა. საუბარია სექსუალური ძალადობის 2 ეპიზოდზე, რომელთა შესახებაც სავარაუდო დაზარალებულებმა ზუსტად 5 წლის წინ განაცხადეს.

გამოძიების შეწყვეტის მიზეზი საქმის ხანდაზმულობის ვადის გასვლაა. შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას ეჭვმიტანილის დაკითხვის გარეშე ბრალის წარდგენის უფლება არ აქვს. ჯულიან ასანჟი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.

 
დღის ამბები