06 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
კრემლში განიხილავენ სამხედროთა მობილიზაციას ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან-Meduza

კრემლში განიხილავენ შესაძლებლობას უკრაინის ომისთვის მობილიზაცია გაუწიონ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ პირებს, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც - ამის შესახებ მედიასაშუალება Medusa-ს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

ამ პირის ცნობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიონ. უკრაინული მედია ამ დრომდეც ავრცელებდა ინფორმაციას, ომში ცხინვალის რეგიონიდან სამხედროების მონაწილეობაზე.

მარტში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკონტრაქტო სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შინ დაბრუნდნენ.

დღის ამბები