28 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
74-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი ინციდენტის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე ამჯერადაც მოითხოვს სხდომაზე მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვას, რომელიც, მათი მტკიცებით, ამ დრომდე უშედეგოდ სრულდება.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ დროში გაწელილი პროცესის გამო ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ჩხუბის დროს ცივი იარაღი ჰქონდა - ქვეყანა დატოვა. ადვოკატი ბრალდების მხარის მიერ მოწმეებზე ზემოქმედებად თვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმისთვის იარაღის უკანონო შეძენა შენახვის გამო ბრალის წაყენებას.

ინციდეტი მოზარდებს შორის რამდენიმე თვის წინ, 74-ე საჯარო სკოლასთან ახლოს მოხდა.

დღის ამბები