15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ვის აფინანსებს დავით კეზერაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა როლი ითამაშა ამ დაფინანსებამ პარტიის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებაში

ვის აფინანსებს დავით კეზერაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა როლი ითამაშა ამ დაფინანსებამ პარტიის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებაში. რა ბრალდებებს უყენებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ოპონენტები და თავად რა პოზიცია აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არავის მხრიდან არ მიუღია დაფინანსება. 

"მე არ ვიცი, რა გვეტყობოდა "ნაციონალურ მოძრაობას", ან რა გვეტყობა ახლა დაფინასების, თუ გადახედავთ, როგორ მიმდინარეობდა ჩვენი წინა საარჩევნო კამპანია, ნახავთ, რომ პარტიის წევრები დღესაც კი ვიხდით იმ ვალებს, რომელიც დაგვრჩა საარჩევნოდ. მე არ დაგიდასტურებთ იმას, რომ პარტიაში არის ვინმეს კლანი,"-აცხადებს ანა წითლიძე. 

მმართველი გუნდის განცხადებით კი, დავით კეზერაშვილი პარტიის მთავარი დამფინანსებელია, მაგრამ მის გეგმებში არ შედის ნიკა მელიას თავმჯდომარეობა.

დღის ამბები