საქართველოს რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად ეწვია. წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებსა და რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უკავშირდება. მსოფლიო რაგბის მაღალი დონის სტუმრები მასპინძლებთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის რაგბის კომერციალიზაციის საკითხს.
მსოფლიო რაგბის დელეგაცია საქართველოს მთავრობის მეთაურსა და სპორტის და კულტურის მინისტრს შეხვდება. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს რაგბის კავშირი გამოდის ინიციატივით და მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო რაგბთან, რათა მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციაზე საერთაშორისო დონის სპეციალისტი მოიწვიონ.