საქართველო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რეფერენდუმებს კატეგორიულად გმობს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა.
"საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები. ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს
ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას - დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის რა არის ოკუპაციის ტკივილი,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.