15 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ლუკაშენკოს ეს "ვიზიტი" არის მტრული ჟესტი საქართველოს მიმართ - ასე უპასუხა პიტერ სტანომ "კურიერის" მიერ დასმულ შეკითხვას

მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში, "რუსთავი 2"-მა წერილობით მიმართა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ის შექმნილ ვითარებაზე.

პიტერ სტანომ "რუსთავი 2"-ის შეკითხვას წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ბელარუსის მხრიდან მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ.

"ევროკავშირი თვლის, რომ ეს "ვიზიტი" საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მტრული ჟესტია საქართველოს მიმართ," - განაცხადა პიტერ სტანომ.

დღის ამბები