სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
8 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გაკეთდა სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები. გამწვანდა ტერიტორია.
ამისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი დაესწრო.