ხანძარი იყო გვიან ღამით ავლაბარში. სპარტაკის ქუჩაზე ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით მდებარე ბინებსაც მოედო.
დამწვარია 6 საცხოვრებელი ფართი, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.