ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია კრემლში დღეს არის დაგეგმილი.
უკრაინაში ომის 219-ე დღეა და აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება. 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კასეტური ჭურვის აფეთქებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მიკოლაევში, დაშავებულია 12 ადამიანი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს 9 სართულიანი შენობაც, მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.
1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა დაბომბვების შედეგად დნეპროპეროვსკის ოლქში. ცეცხლი გაუჩნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცენტრალურ სადგომსა და ადმინისტრაციულ შენობას. დამწვარია 50-ზე მეტი ავტობუსი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქში 200-მდე ჭურვი ჩამოვარდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. აფეთქებების შედეგად სრულად განადგურებულია 10-ამდე საცხოვრებელი სახლიც. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებშიც.