09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვა - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივა

რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა "SWIFT"-დან გათიშვის ინიციატივით გამოდის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.

რიშარ ჩარნეცკის თქმით, კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დონბასში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთი ევროკავშირიდან ახალ სანქციებს მიიღებს.

ჩერნეცკი მიიჩნევს, რომ მოქმედმა შეზღუდვებმა და ნავთობის დაბალმა ფასმა უკვე შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა. ამიტომ ახლა საუკეთესო მომენტია, რათა ევროკავშირმა და აშშ-მ ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და უფრო მკაფიოდ გამოხატონ უთანხმოება უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი წინ უნდა აღუდგეს პრორუსულ ლობს, რომელიც აქტიურად მოქმედებს არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებშიც.

 

 
დღის ამბები