26 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება დაბა თიანეთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფლების - ზარიძეებისა და ხოფცის დამაკავშირებელი 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები