24 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა განათლების მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩადეს.

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

1400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლის 3 სართულიან შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება ბიბლიოთეკა და სპორტული და სააქტო დარბაზები, მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.

დღის ამბები