15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაღალმა ეკონომიკურმა მონაცემებმა მოიტანა ის შედეგი, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში.

როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 ათას 500 დოლარს უტოლდება.

"მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მილიარდი ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 ათას 500 დოლარს უტოლდება. ჩვენ 2-3 წელიწადში 30 მილიარდი ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი გამოდის თითქმის 7 ათას 500 დოლარი. 4 ათას 800 დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში. ჩვენ ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არა თუ მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა. 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ. დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერის სჭირდება მოფრთხილება,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები