15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
"ერთადერთი მიზანი აქვთ, აქ ორი მიზანი ვერ იქნება - პროვოკაცია, სახალხო მღელვარება, ამ პროვოკაციაზე მერე ვიღაცების წამოკიდება და ამ ქვეყნის არევა" - მამუკა მდინარაძე "ფეიკ" აქციაზე

სოციალური ქსელით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 სექტემბერს პარლამენტთან რუსეთის მხარდამჭერი აქცია უნდა გამართულიყო. ანონსში ჩამოთვლილი იყო აქციის მოთხოვნები, მათ შორის, მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის მიმართ.

თავდაპირველად, აქცია დაანონსდა ჩათით, რომელიც 27 სექტემბერს შეიქმნა და იმართებოდა "ტელეგრამ" არხიდან, მოქალაქე ერნსტ ხეჩუმოვის მიერ. ხეჩუმოვს კავშირი აქვს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებთან.

გაირკვა, რომ დაანონსებული აქცია ყალბია და მისი მიზანი, შესაძლოა, დაძაბულობის გამოწვევასთან ერთად, "ტელეგრამ" არხის პოპულარიზაცია ყოფილიყო. ამჟამად "ტელეგრამ" არხი გაუქმებულია. თავად ხეჩუმოვი ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფეიკ აქციების მთავარი მიზანი პროვოკაცია და სახალხო მღელვარების შექმნაა.

"ერთადერთი მიზანი აქვთ, აქ ორი მიზანი ვერ იქნება - პროვოკაცია, სახალხო მღელვარება, ამ პროვოკაციაზე მერე ვიღაცების წამოკიდება და ამ ქვეყნის არევა. საბოლოო ჯამში გინდა-არ გინდა ისევ მივდივართ, რაც არ უნდა შეთქმულების თეორიის დარქმევა იყოს ოპოზიციის მხრიდან ამისთვის ომამდე მისვლა. მტკიცებულებით დასტურდება, რომ ეს არის "ნაცმოძრაობის" და მისი ერთ-ერთი ორგანიზაცია "სირცხვილიას" მიერ დაორგანიზებული ფეიკ აქტივობა და ამასაც პასუხი გაეცემა," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები