09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ჩინეთში მეტროს მშენებარე სადგური ჩამოინგრა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ჩინეთის ქალაქ დუნგუანში მეტროს მშენებარე სადგური ჩამოინგრა. ინციდენტი თვითმხილველებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს. თავდაპირველად კონსტრუქცია ოთხშაბათს ჩამოინგრა. მეორედ კი მაშინ, როდესაც მის აღდგენაზე ათობით ადამიანი მუშაობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი. სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 
დღის ამბები