28 აგვისტო 2026,   02:00
ვრცლად
დღეს, ბობოყვათის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა

ბობოყვათის მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი იმ მიწების გასხვისებას აპროტესტებენ, რომელიც წლების წინ მათი მტკიცებით მათივე ოჯახების საკუთრება იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწები ერთ - ერთ კომპანიაზე ისე გაასხვისა, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს და ხელშეკრულების დეტალებიც ამ დრომდე მათთვის უცნობია.

ისინი ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ რომ მათ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლებას არ მისცემენ.

ბობოყვათის მოსახლეობა 20 ჰა ტერიტორიაზე წლებია დავობს, მათი თქმით აღნიშნული მიწებს მათი წინაპრები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.

დღის ამბები