20 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, ამ მომენტისთვის, პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს - ჯოზეფ ბორელი

უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

უცხოურ მედიასთან ბორელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს უკრაინის უნარი - დაიცვას საკუთარი თავი.

"ჩვენ ვეხმარებით უკრაინას. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ევროკავშირი იყენებს თავის სახსრებს იარაღის შესაძენად საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის მისაწოდებლად. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილთან ერთად, ეს არის ის, რამაც უკრაინას თავდაცვის საშუალება მისცა.

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის მიერ თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება ფუნდამენტური საკითხია. უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ მომენტისთვის, პრინციპული საკითხი არ არის," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები