გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იაპონიის საელჩოსთან სატყეო რეფორმის საკითხებზე თანამშრომლობას განაგრძობს. იაპონიის მთავრობისგან მიღებულია 920 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება, UNDP-ის ხელშეწყობით საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას მოხმარდება.
ერთობლივი პროექტების ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო განხილვის თემა შეხვედრაზე, სადაც მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს მასპინძლობდა.
მიმდინარე კვირას, საქართველოში ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა, ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სატყეო უბნები დაათვალიერეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.