09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
ისლამურმა სახელმწიფომ ქურთების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

ისლამურმა სახელმწიფომ პირველად ერაყში ქურთების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ”უოლ სთრით ჯორნალი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირბილის რეგიონში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქურთ მებრძოლებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. გავრცელებული ცნობით, რადიკალმა ისლამისტებმა მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი, იგივე მდოგვის გაზი გამოიყენეს.

ადგილზე ვითარების შესამოწმებლად ამერიკელი და ერაყელი სპეციალისტები მიემგზავრებიან.

დღის ამბები