28 აგვისტო 2026,   07:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი ექსპერტი მოინახულებს

მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი ექსპერტი მოინახულებს - შაჰინ ლახანი კლინიკა "ვივამედში" მარიამ ჯიშკარიანთან და ოთარ თოიძესთან ერთად უკვე შევიდა.

როგორც ნევროლოგი ამბობს, დამოუკიდებელ სამედიცინო კვლევას ჩაატარებს. კლინიკაში შეშვების თანხმობას ამ დრომდე ელოდება ორთოპედ-ქირურგი, პროფესორი ჯეიმს კობი.

დღესვე 5 საათზე სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდება.

"შევაფასებ ჩემი პაციენტის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩავატარებ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტიზას. როგორც ნევროლოგი, ჩავატარებ მასთან ინტერვიუს და როგორც ფიზიკურ, ასევე ნევროლოგიურ კვლევას. პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩემს კვლევას დავასრულებ," - აცხადებს ექსპერტი შაჰინ ლახანი.

​ა​დვოკატები სახალხო დამცველს მიმართავენ ჩაერთოს საქმეში, რათა უცხოელ ექსპერტს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა მიეცეს.

"ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ ორი მიმართულებით - ველოდებით სახალხო დამცველისგან და ასევე, ახალი დოკუმენტები ჩავაბარეთ ამ დილით ჯანდაცვის სამინისტროს, ამერიკიდან წუხელ გადმოვაგზავნეთ, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვდა რაღაც ხარვეზის გასწორებას და ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოახდინონ მასზე ნებართვის გაცემა. ამითი, ამ ექსპერტებით ამოიწურება სააკაშვილის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღის ამბები